Monday, June 22, 2020


"მომავალში ძალიან დიდი ქორწილი მექნება და მინდა ყველამ გაიგოს, რომ ის იქნება ჩემი არჩეული სიყვარული და ბედნიერება"


ფოტო: facebook- ჩინარამ ეს ფოტო გუდაურში 2019 წელს გადაიღო და მას "მე და სიჩუმე" დაარქვა

ეს სიტყვები 18 წლის ჩინარა კოჯაევას ეკუთვნის. გოგონა საკუთარი მშობლების, ნათესავებისა და თემის მხრიდან არასრულწლოვნების ასაკში გათხოვებას ორჯერ გადაურჩა.

 
 
ახსოვს, რომ კლასში სულ 12 იყვნენ. 6-გოგონა და 6-ბიჭი. გათხოვებას მხოლოდ ის გადაურჩა"ჩემს კლასსა და სკოლაში ერთადერთი ვარ ვინც სწავლა გააგრძელა. ჩემი კლასელი ყველა გოგო გაათხოვეს-ზოგი რუსეთში, ზოგი-აზერბაიჯანში, ზოგიც აქ. ყველა ბიჭი სამუშაოდ წავიდა, მე-9 კლასის შემდეგ არც მათ გაუგრძელებიათ სწავლა"

ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება ასეთი მრავალფეროვანი იქნებოდა. დღეს სულ სადღაც ეჩქარება-ბევრს ნერვიულობს, გამოცდები აუცილებლად კარგად უნდა ჩააბაროს, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს და მომავალში სხვა ადამიანების უფლებები დაიცვას. მანამდე კი, თავშესაფარში ყოფნისას, ვიზაჟის კურსებიც გაიარა და თავი ჟურნალისტიკაშიც გასმოცადა.

14-დან 17 წლამდე იძულებითი ქორწინების მუდმივ შიშს განიცდიდა. გარშემო ყველა არწმუნებდა, რომ 9 კლასის დასრულების შემდეგ გათხოვება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. როგორც თავად ამბობს, გრძნობდა, რომ  სხვანაირი იყო და სხვა სურვილები ჰქონდა. ბევრი რამ გამოიარა: პოლიცია, გამოკითხვები, მშობლებთან უთანხმოება, მუდმივი ნერვიულობა, საქორწილო სამზადისიც კი ჩაშალა.

ახლა ძალიან უნდა პატარა გოგონებს, რომლებსაც მშობლები გასათხოვრად ამზადებენ, დაეხმაროს. ძალიან უნდა ქალები, რომლებიც ყოველდღიურ ძალადობას განიცდიან, დაარწმუნოს, რომ არ გაჩუმდნენ და საკუთარი სურვილებისთვის იბრძოლონ.

რომ არა ჩინარას გამბედაობა და სწორი „მოკავშირის“ შერჩევა, ის დღეს იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იქნებოდა.


განათლება და ნაადრევი ქორწინება

     3 წლის განმავლობაში ჩინარას ერთადერთი მოკავშირე მისი სკოლის მასწავლებელი ტასო მოდებაძე იყო. ტასო თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალაში განათლების სამინისტროს „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა. აღნიშნული პროგრამა არაქართულ თემში ქართველი მასწავლებლების ცხოვრებასა და მათ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას გულისხმობდა.

როგორც ტასო გვიყვება, გოგონების არასრულწლოვნების ასაკში გათხოვება მხოლოდ

თემში არსებულ ტრადიციებს არ უკავშირდება. სკოლა, რომელშიც ჩინარა და მისი თანატოლები სწავლობდნენ, საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 3 კილომეტრში იყო. მოსწავლეებს სკოლაში მისვლამდე საძოვები, მინდვრები და ფერმები უნდა გაევლოთ. მშობლებისთვის პატარა გოგონების ამ გზაზე გაშვება მიუღებელია, ამიტომაც ცდილობენ სწრაფად გაათხოვონ, „პატრონს ჩააბარონ“.

ტასო ასევე აღნიშნავს, რომ არანაკლები პრობლემაა მშობლების სწავლის პროცესში ჩართულობა. იხსენებს, რომ კრებებზე თითქმის არავინ მიდიოდა, რაც მასწავლებლებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის პრობლემას ქმნიდა.

მესამე და ყველაზე დიდი პრობლემა სოფლებში არსებული 9 წლიანი სკოლებია. ტასოსთვის, როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლისთვის, აუცილებელია, სოფლებშიც არსებობდეს 12 წლიანი სკოლები, რათა მოსწავლეებს სრულფასოვანი სწავლების საშუალება ჰქონდეთ. 9 წლიანი სკოლები კიდევ ერთი ბიძგია მშობლებისთვის, რომ გოგონები მანამ გაათხოვონ, სანამ ისინი გამოცდების ექსტერნად ჩაბარებასა და უნივერსიტეტში სწავლას მოინდომებენ.



შინაგან საქმეთა სამინისტრო და ნაადრევი ქორწინება
      ნაადრევ იძულებით ქორწინებასთან ბრძოლის კანონიერი ბერკეტი შინაგან საქმეთა სამინისტორს ხელშია. საქართველოს კანონის თანახმად, არასრულწლოვნების ასაკში ქორწინება ოფიციალურად არ რეგისტრირდება, ამიტომაც ასეთი შემთხვევების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის, გოგა ხატიაშვილის თქმით, არასრულწლოვნების ასაკში იძულებითი ქორწინება სხვა დანაშაულებისგან მტკიცებულებათა სიმწირით გამოირჩევა. „ასეთ დროს, როგორ წესი, ინფორმაციის მთავარი გამცემი თავად დაზარალებულია. ამ საქმეში მსხვერპლს მხარს სხვა არავინ უჭერს, არ არსებობს მტკიცებულებები. ეს გამოძიებას ართულებს, რადგან როდესაც საქმე სასამართლოში წავა, მოსამართლე აუცილებლად მოითხოვს მტკიცებულებებს“-ამბობს გოგა ხატიაშვილი.

 

მისივე თქმით, უწყებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა თავად საზოგადოების დამოკიდებულებაა. იხსენებს, რომ როდესაც ჩინარა თეთრიწყაროს მუნიციპალურ სამმართველოში გადაიყვანეს, პოლიციის შენობასთან მისი მეზობლები და ნათესავები შეიკრიბნენ. „პოლიციასთან იკრიბებოდა ხალხი და ითხოვდა გოგონას უკან დაბრუნებას. მაშინ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოება, თავისი აზროვნებით, მხარს უჭერდა მოძალადეს და არა-მსხვერპლს“

უწყების წარმომადგენლის საუბრიდან გამომდინარე, თუ საზოგადოებას სურს, მსგავსი შემთხვევები დროულად აღიკვეთოს, ერთადერთი გამოსავალი პოლიციასთან თანამშრომლობა და დროული რეაგირებაა. ამასთან, ის განმარტავს, რომ არასრულწლოვნების ასაკში ჩადენილი ქორწინების ყველა ფაქტი დანაშაულს არ უკავშირდება:



    შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში იძულებითი ქორწინების წინასწარი შეცნობის მაჩვენებელი არასრულწლოვანთა მიმართ, არც თუ ისე მაღალია.  საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს 715 არასრულწლოვანი გახდა დედა. ინფოგრაფიკაზე მოცემული სტატისტიკის მიხედვით კი ამავე წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთა იძულებით ქორწინების მხოლოდ 7 შემთხვევა დაფიქსირდა.


არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინება ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. როგორც აღმოჩნდა, პრობლემასთან ბრძოლა კომპლექსურად, სხვადასხვა სტრუქტურებისა და საზოგადოების თანამშრომლობით უნდა მოხდეს.

აღმოჩნდა, რომ არც მაშინ და არც ახლა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და სოფლებში არ არსებობს არანაირი ბანერები, კამპანიები, ტრენინგები, რომლებითაც პატარა გოგონებს და ბიჭებს აუხსნიან, რომ ნაადრები ქორწინება დანაშაულია. ჩინარა ამბობს, რომ არავინ იცის რა ქნას, არ იციან რომ ცხელი ხაზი არსებობს, არ იციან რომ სახალხო დამცველის აპარატი ფუნქციონირებს...მანაც ამიტომ მიმართა დასახმარებლად ქართველ მასწავლებელს.

ძალიან წუხს როცა ამბობს, რომ მის სოფელში დღესაც არაფერი შეცვლილა. კვლავ ხედავს მასზე პატარა ატირებულ გოგონებს და ნიშნობის სცენებს. მისთვის, ერთადერთი გამოსავალი საკუთარ თავში რწმენისა და ძალის პოვნაა. იცის რომ რთულია, იცის რომ ასეთ დროს თვითმკვლელობაზეც ფიქრობენ, იცის რა არის  გამუდმებული ფსიქოლოგიური ძალადობა, მაგრამ მას მხსვერპლ ქალებთან/გოგონებთან მთავარი გზავნილი აქვს:




 







No comments:

Post a Comment

" მომავალში ძალიან დიდი ქორწილი მექნება და მინდა ყველამ გაიგოს , რომ ის იქნება ჩემი არჩეული სიყვარული და ბედნიერება &quo...