"მომავალში ძალიან დიდი ქორწილი მექნება და მინდა
ყველამ გაიგოს, რომ ის იქნება
ჩემი არჩეული სიყვარული და ბედნიერება"
ეს სიტყვები 18 წლის ჩინარა კოჯაევას ეკუთვნის. გოგონა საკუთარი მშობლების, ნათესავებისა და თემის მიერ არასრულწლოვნების ასაკში გათხოვებას ორჯერ გადაურჩა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ქორწინების იძულება სრულწლოვნების ასაკს მიუღწეველი პირის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთით 2-4 წლამდე ვადით ისჯება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინება ოფიციალურად არ რეგისტრირდება, რთულია ზუსტ სტატისტიკაზე საუბარი.
რომ არა ჩინარას გამბედაობა და სწორი „მოკავშირის“ პოვნა, ის დღეს იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იქნებოდა.
![]() |
როგორც ტასო ამბობს, თემში ცხოვრებისას გამუდმებით ესმოდა საუბრები არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ და ის ამას რამდენიმე მიზეზით ხსნის:
იხ. აუდიო ჩანაწერი: https://www.youtube.com/watch?v=N6-5K_12zBI
ნაადრევ იძულებით ქორწინებასთან ბრძოლის კანონიერი ბერკეტი შინაგან საქმეთა სამინისტორს ხელშია. ჩინარას საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა.
გოგა ხატიაშვილი, აღნიშნული სამმართველოს უფროსი და ჩინარას საქმის ერთ-ერთი მოქმედი გმირია. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა, რასაც სტრუქტურა საქმის გამოძიების ეტაპზე ეჯახება, სამხილების ნაკლებობა და საზოგადოების დამოკიდებულებაა:
იხ. ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=Ritp8Iep65w
(ვიდეოში გამოყენებული კამპანიის "ნუ წაართმევ ბავშვობას" კადრები ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს)
No comments:
Post a Comment